კომუნისტური პერიოდიკა რევოლუციამდელ საქართველოში და მის შემდეგ


გაზეთები და ჟურნალები
ამ სექციის ნაწილი აღებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული მატიანე — ივერიელიდან, დანარჩენები პირადად დასკანირებული და ატვირთული არქივზე პატრონის თანხმობით.

სოციალ-დემოკრატიული გაზეთები

ბოლშევიკური გაზეთები

ანარქისტული გაზეთები

სინდიკალისტური გაზეთები

სოციალისტ-ფედერალისტური გაზეთები

 

რევოლუციის მატიანე (1923 – 1931) დროშა (1923 – 1935)
რევოლუციის მატიანე — საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტისა და თბილისის კომიტეტთან არსებული პარტიის ისტორიის კომისუუს ორგანო, გამოდიოდა თბილისში 1923–1931 წლებში. ჟურნალში გამოქვეყნებულია მასალები საქართველოს კომპარტიისა და ამიერკავკასიის რევოლუციური მოძრაობის ისტორიიდა; დაბეჭდილია ფილიპე მახარაძის, მ. ცხაკაისა, ა. ენუქიძის, შ. ლეჟავას, მ. ორახელაშვილის, მ. ტოროშელიძის, თ. ჟღენტის, ს. თოდრიას, მ. ჩოდრიშვილის, ვ. სტურუასა და სხვათა წერილები და მოგონებები. დროშა — ორკვირეული სამხატვრო-სალიტერატურო, დასურათებული ჟურნალი „დროშა“ გამოდიოდა თბილისში 1923-1929 წლებში. 1925 წლის დეკემბრიდან გაზეთ "კომუნისტი"-ს ორკვირეული სამხატვრო-სალიტერატურო სურათებიანი დამატებაა. 1925 წლის N1-2-დან ჟურნალს მასობრივი ხასიათი მიეცა, დაემატა იუმორისტული ნაწილი კარიკატურებით. 1929-1935 წლების ჟურნალი "დროშა" წარმოიშვა გაზეთ "კომუნისტი"-ს ორკვირეული სურათებიანი დამატებიდან.

 


სოციალ-დემოკრატიული

სოციალ დემოკრატიული ფურცელი (1905) სხივი (1906)
სოციალდემოკრატიული ფურცელი — რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (ქუთაისის ორგანიზაციის) ორგანო. ქუთაისი, 1905-1906. ყოველდღიური გაზეთი. რედაქტორი: გ. ლორთქიფანიძე. (ი. კილაძისა და ი. ხელაძის სწრაფმბეჭდავი). თანამშრომლები: ივ. გომართელი ა. რ. (?), ალ. კოხრეიძე, ილია ბახტაძე, ლადო ბზვანელი (ნაცვლიშვილი), მთაშაველი (?), ბელზებელი (?) და სხვ. 1905-1906 წწ-ის ყველა ნომერი არის ფოტოასლი. თით. 4 გვ. სხივი — ყოველდღიური სოციალ-დემოკრატიული გაზეთი. კავკასიის სოციალ-დემოკრ. მუშათა ორგანიზაციების ორგანო. თბილისი, 1905-1906. რედაქტორ-გამომცემელი: ვლ. ახმეტელაშვილი. ლეგალური სოციალ-დემოკრ. (მენშ.) გაზეთი ქართულ ენაზე, რომლის ფაქტიური გამომცემელი - "ბიურო კავკასიის ორგანიზაციებისა რ. ს.-დ. მ. პ." -აცხადებს, რომ იგი აჩერებს არალეგალური ჟურნალის "სოციალ-დემოკრატი"-ს გამოცემას და მის ალაგას სცემს "სხივს" (იხ. "სხივის" N1). "დაიკეტა თბ. გენერალ-გუბერნატორის ბრძანებით, სანამ სამხედრო წესებია" (იხ. "ცნობის ფურცელი", 1906 წ. 12 იანვ. N2977, ქრონიკა). "სხივის"-ს შემდეგ იცემოდა "განთიადი" (1906 წ; იხ.). იხ. Сталинб И. В. Сочинения. Т. Н, გვ. 381. 1905 წლის 13 დეკემბერს გამოვიდა "სხივი"-ს ბიულეტენი". სულ გამოვიდა თხუთმეტი ნომერი: თით. 4 გვ.

 

გრიგალი (1906) ლამპარი (1906)
გრიგალი — ყოველდღიური გაზეთი. თბილისი, 1906. სოც.-დემ. მიმართულების გაზეთი. რედაქტორ-გამომცემელი: ერ. ჩანტლაძე. (ელექტრომბეჭდავი ამხ-გობა "შრომა"). იცემოდა ნაცვლად აღკვეთილი გაზეთის "ჩვენი ცხოვრებისა". დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით; მის შემდეგ გამოდიოდა დროებით შეჩერებული გაზ. "ტალღა" (1906). ლამპარი — ყოველდღიური გაზეთი. თბილისი, 1906. რედ.-გამ. კ. თავართქილაძე.(სტამბა "ლამპარი"). სოც.-დემ. პარტიის ლეგალური ორგანო; იცემოდა თბილისის გენერალ-გუბერნატორის მიერ დახურული "ელვის" (1906) ნაცვლად. უმთავრ. თანამშრ.: ლ. დ. (ლადო დარჩიაშვილი), ლეო (ლეო ანთაძე), ვალენტინი (სევერიან ჯუღელი), ფ. მოცვეთილი, ფ. რუშაველი (ფილ. მგელაძე), ბ. თეკლათელი (?), ნ. ხ., ამხანაგი (გიორგი ესაძე), შხეფელი (?) და სხვანი. გაზეთში აღსანიშნავია მრავალრიცხოვანი კორესპონდენციები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან. დაიხურა 1906 წ. 30 ივნისს ტფილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით (ამის შესახებ იხ. გაზ. "შრომა" 1906 წ. N71; 2 ივლ.); მის მაგივრად იცემოდა გაზ. "სიმართლე", ვლ. დარჩიაშვილის რედაქციით. თით. 4 გვ.

 

ტალღა (1906) ჩვენი კვალი (1908)
ტალღა — ყოველდღიური გაზეთი. თბილისი, 1906. სოც.-დემოკრ. პარტიის ორგანო. რედაქტორ-გამომცემელი: ი. კარგარეთელი (პირველი 1-16 ნომრებისა), შემდეგ ი. ოტიაშვილი (N17-დან). ელექტრომბეჭდავი ამხ-გობა "შრომა". იცემოდა ხელისუფლების მიერ დახურული გაზეთ "სინათლე"-ს (1906) ნაცვლად. შეჩერებულ იქნა 18 აგვისტოდან 5 ნოემბრამდე. ამ ხნის განმავლობაში მის ნაცვლად გამოდიოდა "ჩვენი ცხოვრება" (1906) და შემდეგ "გრიგალი" (1906) (იხ.), რომელნიც მცირე ხნის შემდეგ ხელისუფლებამ აღკვეთა, ბოლოს დახურეს "ტალღა"-ც "за вредное направлениеи арестован шрифт ея" (იხ. "Кавказ" 1906 г. 12 дек., N245, хроника). "ტალღის" ნაცვლად შემდეგ გამოდიოდა გაზეთი "წინ" (1906-1907). იხ. თით. 4 გვ. ჩვენი კვალი — ყოველკვირეული საპოლიტიკო, სამეცნიერო და სალიტერატურო გაზეთი. თბილისი, 1908. რედაქტორ-გამომცემელნი: ანთ. გიორგობიანი (N1-N16); იოსებ ბარამაშვილი (N17-დან). (სტამბა "სორაპანი"). ორგანო ერთ-ერთი სოც.-დემოკრ. ჯგუფისა ლ. დარჩიაშვილის მეთაურობით, რომელიც არ იზიარებდა ს.-დ. პარტიის ოფიციალურ შეხედულებას ავტონომიაზე; გაზეთი იცემოდა დახურული "ალიონი"-ს (1908) ნაცვლად. უახლ. თანამშრ.: ლ. დარჩიაშვილი, ივ. გომართელი, არიფი (?), ს. პართენაშვილი, ვ. ობჩელი (ვარლ. ბურჯანაძე). თით. 16 გვ.

 

შიკრიკი (1906)
შიკრიკი — სოციალ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთი. ქუთაისი, 1906. ყოველდღიური გაზეთი. რედაქტორ-გამომცემელი ალ. გ. რუხაძე. ი. კილაძისა და ი. ხელაძის სტამბა. გაზეთი თავის მიზნად ისახავს ქალაქისა და სოფლის პროლეტარიატის კლასიურ ინტერესების დაცვას. თით. 4 გვ.

 


ბოლშევიკური

ახალი ცხოვრება (1906) ჩვენი ცხოვრება (1906)
ახალი ცხოვრება — ყოველდღიური [ბოლშევიკური] გაზეთი. თბილისი. 1906. რედაქტორ-გამომცემელი: (ოფიციალური) ნ. ახმეტელაშვილი. (სტამბა "ლამპარი"). გაზეთი გამოდიოდა სტალინის ხელმძღვანელობით. თანამშრ.: კობა (სტალინი), სხაველი (?), ჯანბეზარი (?), კ. პ-ოვი (?) და სხვანი. კობას ფსევდონიმით ხელმოწერილი სტატიები: "ანარქიზმი თუ სოციალიზმი", "პროლეტარიატის მეთაურობა დღევანდელ რევოლუციაში"; მეთაური წერილები. დაიხურა 13 ივლისს 1906 წ. გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით (იხ. გაზ. ?შრომა? 1906 წ., 15 ივლისის N81). ჩვენი ცხოვრება — ყოველდღიური ბოლშევიკური გაზეთი. თბილისი, 1907. გამოდიოდა ქართულ ენაზე 1907 წლის 18 თებერვლიდან 7 მარტამდე. სტალინის ხელმძღვანელობით. სულ გამოვიდა 13 ნომერი. გაზეთში მოთავსებულია ამხანაგ სტალინის მთელი რიგი სახელმძღვანელო სტატიები (ფსევდონიმები "კო" და "კობა"). რედაქტორ-გამომცემელი: მ. კვაჭაძე.

 

განთიადი (1906) ელვა (1906)
განთიადი — ყოველდღიური გაზეთი. თბილისი, 1906. კავკასიის მუშათა სოც.-დემ. ორგანიზაციების ორგანო. რედაქტორი: თ. კიკვაძე. გამომცემელი: "რუს. სოც.-დემ. პ. კავკასიის ორგანიზაციების ბიურო" (სტამა კ. თავართქილაძისა). წარმოადგენს დახურული გაზ. "სხივი"-ს (1905-1906 წ.) გაგრძელებას. "სახელმძღვანელო სტატიებს ბოლეშევიკური ფრაქციისაგან სწერდა ამხანაგი სტალინი "ბესოშვილის" ფსევდონიმით" (იხ. ბერია, ლ. "ამიერ- კავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის საკითხისათვის". მე-5 გამოც. გვ. 63). ტფილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით გაზ. "განთიადი" და "სოვრემენიკი" დახურეს" (იხ. "ახალი დროება", 1906 წ. N8, 12 მარტი, ქრონიკა). ელვა — კავკასიის ს.-დ. მუშათა ორგანიზაციების ორგანო. ყოველდღიური გაზეთი. თბილისი, 1906. რედაქტორ-გამომცემელი: გრ. მახარაძე [ფაქტიური რედაქტორი ფ. მახარაძე]. (სტამბა კ. თავართქილაძისა). გამოდიოდა "სხივისა" და "განთიადის" ნაცვლად; უახლოესი თანამშრ.: ი. ბესოშვილი (სტალინი), ფ. მახარაძე, ს. ნემეზიდაშვილი (?), კ. ნ., გელა (?), ჭაღარა (თ. კიკვაძე), ლ. ფირალი (?), და-ლი (დარჩიაშვილი?). "სახელმძღვანელო სტატიებს ბოლშევიკების ფრაქციისაგან სწერდა ამხანაგი ი. სტალინი "ბესოშვილის ფსევდონიმით" (იხ. ლ. ბერია, ამიერ-კავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის საკითხისათვის. მე-5 გამოც., გვ. 102). გაზეთი აღკვეთილ იქნა პოლიციის თავდასხმის შემდეგ (ამის შესახებ იხ. "შრომა" 1906 წ. N14 და " Кавказ" 1906 წ. N59, ქრონიკა). "ელვის" შემდეგ იცემოდა გაზეთი "ლამპარი" (1906 წ.) (გაზ. შესახებ იხ. Сталин, И.В. Сочинения. Том 1. стр. 408. ("Элва"); 1. ლ. ბერიაქს ზემოთ დასახელ. შრომა, გვ. 102-103).

 

ბრძოლა (1901-02) პროლეტარიატის ბრძოლა (1903-5)
ბრძოლა — პირველი არალეგალური ბეჭდური ორგანო ბოლშევიკური მიმართულებისა ქართულ ენაზე. პროლეტარიატის ბრძოლა — "ბრძოლის" გაგრძელება. ("ბორბა პროლეტარიატა" – რუსულად. "პროლეტარიატი კრივ" – სომხურად). რ. ს.-დ. მ. პ. კავკასიის კავშირის კომიტეტის ორგანო. თბილისი, 1903–1905. გაზეთი გამოდიოდა 1903-დან 1905 წლამდე ამხანაგების სტალინის, ა. წულუკიძისა და ს. შაუმიანის ხელმძღვანელობით ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე. სულ 12 ნომერი გამოვიდა.

 

პროლეტარიატის ბრძოლის ფურცელი (1904) ბრძოლა (1908)
პროლეტარიატის ბრძოლის ფურცელი — ("ლისტოკ ბორბი პროლეტარიატა", "პროლეტარიატი კრივ ტერტიკ") – რ. ს.-დ. მ. პ. კავკასიის კავშირის კომიტეტის ორგანო. თბილისი. 1903–1905. გაზეთი გამოდიოდა ამხანაგ სტალინის ხელმძღვანელობით 1903-დან 1905 წლამდე ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე. სტამბა კავშირისა. 10 გვ.; 35 სმ. გაზეთში მოთავსებულია ამხანაგ სტალინის მთელი რიგი სახელმძღვანელო სტატიები ხელმოუწერლად". ბრძოლა — მეუმრავლესეთა [ბოლშევიკური] ორგანო. თბილისი, 1908. შენიშვნა: წიგნთსაცავებში არ მოიპოვება. არალეგალური "სოციალისტ-ფედერალისტის" 1908 წლის №1-ში ნათქვამია: "გამოვიდა მეუმრავლესეთა ორგანო "ბრძოლა". პირველ ნომერში ვკითხულობთ..."

 

ბრძოლა (1917-18) ჩვენი ბრძოლა (1918)
ბრძოლა — რუსეთის სოც.-დემ. მუშათა პარტიის (მეუმრავლესეთა) ტფილისის კომიტეტის ორგანო. თბილისი, 1917-1918. რედაქტორები: მიხა ცხაკაია და ფილიპე მახარაძე. გამომცემელი: რკინის გზის მუშა-ბოლშევიკების კომისია. (სტამბა "ნადეჟდა"). საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციების ორგანო; გამოდიოდა 1917 წ. 4 ივნისიდან (N1) ყოველკვირეულად, ხოლო ნოემბრის პირველიდან (N23-დან) წლის ბოლომდე და აგრეთვე 1918 წელს - ყოველდღიურად. გაზეთი აღკვეთილ იქნა მენშევიკური ხელისუფლების მიერ; მის შემდეგ გამოდიოდა ქუთაისში გაზ. "ჩვენი ბრძოლა" (1918). ჩვენი ბრძოლა — "ბრძოლა" (1917) გაგრძელება. ორგანო დასავლეთ ამიერ-კავკასიის ორგანიზაციების რუსეთის სოც.-დემ. მუშათა პარტიის (ბოლშევიკების) ყოველდღიური გაზეთი. ქუთაისი, 1918. რედაქტორი: სარედაქციო კოლეგია; გამომცემელი დასავლეთ ა/კ ორგანიზაციების კომიტეტი. (მსწრაფლმბეჭდავი სტამბა ი.დ. კილაძისა). გამოდიოდა გაზეთ "ბრძოლის" (1917-1918) ნაცვლად. შენიშვნა: დიდი უმეტესობა წერილებისა ხელმოუწერელია სახელწოდებაში "ჩვენი ბრძოლა", სიტყვა "ჩვენი" პატარა ასოებითაა დაბეჭდილი.

 

ახალი დროება (1906) ახალი დროება (1906-07)
ახალი დროება — რუსეთის სოც.-დემ. მუშათა პარტიის (მეუმრავლესეთა) ტფილისის კომიტეტის ორგანო. თბილისი, 1917-1918. რედაქტორები: მიხა ცხაკაია და ფილიპე მახარაძე. გამომცემელი: რკინის გზის მუშა-ბოლშევიკების კომისია. (სტამბა "ნადეჟდა"). საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციების ორგანო; გამოდიოდა 1917 წ. 4 ივნისიდან (N1) ყოველკვირეულად, ხოლო ნოემბრის პირველიდან (N23-დან) წლის ბოლომდე და აგრეთვე 1918 წელს - ყოველდღიურად. გაზეთი აღკვეთილ იქნა მენშევიკური ხელისუფლების მიერ; მის შემდეგ გამოდიოდა ქუთაისში გაზ. "ჩვენი ბრძოლა" (1918). ახალი დროება — "ბრძოლა" (1917) გაგრძელება. ორგანო დასავლეთ ამიერ-კავკასიის ორგანიზაციების რუსეთის სოც.-დემ. მუშათა პარტიის (ბოლშევიკების) ყოველდღიური გაზეთი. ქუთაისი, 1918. რედაქტორი: სარედაქციო კოლეგია; გამომცემელი დასავლეთ ა/კ ორგანიზაციების კომიტეტი. (მსწრაფლმბეჭდავი სტამბა ი.დ. კილაძისა). გამოდიოდა გაზეთ "ბრძოლის" (1917-1918) ნაცვლად. შენიშვნა: დიდი უმეტესობა წერილებისა ხელმოუწერელია სახელწოდებაში "ჩვენი ბრძოლა", სიტყვა "ჩვენი" პატარა ასოებითაა დაბეჭდილი.

 

ცის ნამი (1906)
ცის ნამი — ყოველდღიური საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი. თბილისი, 1907. რედაქტორ-გამომცემელი: გიორგი სხირტლაძე. სტამბა "საქმე". სოც.-დემოკრ. მიმართულებ. ორგანო. უმთავრ. თანამშრ.: სტალარი სოსო (?), ს. პართენაშვილი (ი. ირემაშვილი), მიმინო (დ. ხანდამაშვილი), ნარკანი (ნ. კურდღელაშვილი). დიდი უმრავლესობა წერილებისა გაზეთში ან ანონიმურია ან ფსევდონიმური. შენიშვნა: სტალარი სოსო წერილში "მესამე დუმა და ჩვენი ტაქტიკა" მოითხოვს "დუმის რეაქციონური პოლიტიკის წინააღმდეგ ძლიერი სააგიტაციო კამპანიის გატარებას"; მეორე მისი წერილი "ჩვენი უმოქმედობა" შეიცავს მკაცრ პროტესტს იმის წინააღმდეგ, რომ სოც.-დემ. ყრილობათა რეზოლუციების პოპულარიზაციისათვის მუშათა მასაში არაფერი არა კეთდება პარტიის მიერ. შეადარ.: ყოველკვირეული "ცის ნამი" 1908 (ქვემოთ). გაზეთის შეწყვეტის შესახებ იხ. "ისარი" 1908 წ. 11 სექტ. N154. გაზეთი შეწყდა ათი ნომრის გამოცემის შემდეგ. მერე გაზეთი ყოველკვირეულ ჟურნალად გადააკეთეს. ერთი ნომრის შემდეგ ჟურნალი დახურეს და გ. სხირტლაძე პასუხისგებაში მისცეს. პალატამ უკვე გაარჩია საქმე. გ. სხირტლაძეს წლინახევრით დაპატიმრება გადაუწყვიტა (იხ. "ამირანი" 1908 წ. 11 სექტ. N154; აგრეთვე 20 ივნისის N80).

 


ანარქისტული

ძალა (1906) ხმა (1906)
ძალა — ყოველკვირეული გაზეთი. ქუთაისი, 1906. რედაქტორ-გამომცემელი: სიმონ ჯორბენაძე. ("კომერციული" საბეჭდი ჭილაძისა და ამხ.). ანარქისტული მიმართულების ორგანო. 16 გვ. ხმა — ყოველდღიური გაზეთი. თბილისი, 1906. რედაქტორ-გამომცემელი: ვ. ი. შალიკაშვილი. (მ.ე. ხელაძის ელექტრონის სტამბა). ქართველი ანარქისტების ორგანო. ყველა სტატია ფსევდონიმებით არის გამოშვებული: შალიკო ქ-ძე, ალი დონ, ჯანი, კახელი, სოლეიმან ეფენდი და სხვა. თით. 4 გვ.

 

მუშა (1906) ნობათი (1906)
მუშა — ყოველდღიური გაზეთი. თბილისი, 1906. რედაქტორ-გამომცემელი: მიხეილ დიასამიძე. (მიხ. ე. ხელაძის სტამბა). ქართველი ანარქისტების ორგანო. შინაარსი: "მოკლე სისტემა ანარქიზმისა" (იხ. NN8-39), "ესკიზი ანარქისტ. ფილოსოფიის" (N10); რიგი წერილებისა შეიცავს ე. რეკლიუსი და პ. კროპოტკინის კონცეფციების პოპულარულ გადმოცემას. უახლ. თანამშრ.: მუშა პ. გუჯაბიძე, ვიქტორ ღოღელიანი, კოწია ჭუბაბრია, ალი, კახელი, ასკანელი მუშა (?), პ. მარტყოფელი (?) და სხვ. გაზეთი დაიხურა 1906 წ. 9 ივლისს თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით, თბილისის გარნიზონის ამხების დაბეჭდვის გამო (იხ. გაზ. "შრომა" 1906 წ. 10 ივლ. N103). გაზეთის სრული კომპლექტი ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაშია. თით. 4 გვ. ნობათი — საყოველკვირეო [პოლიტიკური] გაზეთი. თბილისი, 1906. რედაქტორ-გამომცემელი: დ. ერისთავი – მდივნისა (ელექტრო-მბეჭდავი ამხანაგობა "შრომა"). საერთო პაგინაცია №№1-14 – 216 გვ., სამკოლონ. ტექსტი. ანარქისტული მიმართულების ორგანო. იხ. გაზეთის შესახებ ლ. ბერიას "ამიერ-კავკასიის ბოლშევიკ. ორგანიზაც. ისტორიის საკითხისათვის", მე-5 გამოც. გვ. 114. გაზეთის ნომრები არათანმიმდევრულადაა გამოსული. თით. 16 გვ.

 


სინდიკალისტური

ქარიშხალი (1907)
ქარიშხალი — ყოველკვირეული სამეცნიერო ლიტერატურულ-კრიტიკული და საზოგადოებრივ-ეკონომიური გაზეთი. თბილისი, 1907. რედაქტორ-გამომცემელი: ივ. ებრალიძე. (სტამბა "ნადეჟდა" კ. თავართქილაძისა). ქართველი სინდიკალისტების ორგანო; გაზეთი ებრძოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას; ავითარებდა სინდიკატების დაარსებისა და მათი ფედერაციის იდეას. სტატიები გაზეთში ყველა ხელმოუწერელია. თით. 16 გვ. გამოვიდა ხუთი ნომერი:

 


სოციალისტ-ფედერალისტური გაზეთები

საქართველო (1903-05) გლეხი (1906)
საქართველო — თავისუფალი ორგანო. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ორგანო. პარიზი, 1903-1905. (Paris, გაზ. "Action"-ის სტამბა). რედაქტორი: არჩილ ჯორჯაძე, შემდეგ, 1905 წლის უკანასკნელი ნომრებისა - გიორგი ლასხიშვილი და თედო სახოკია. ფაქტიური გამომცემელი გიორგი დეკანოზიშვილი; მუდმივი თანამშრომლები: არჩ. ჯორჯაძე, თედო სახოკია, ზურაბ ავალიშვილი; ასოთამწყობი - მიხეიკ კიკნაძე. გაზეთის შესახებ იხ. Сталин, И.В. Сочинения. Том 1. стр. 394 ("Сакартвело"). იხ. აგრეთვე ფრანგული გამოცემა "La Georgie". თით. 8 გვ. გლეხი — ყოველკვირეული საგლეხო გაზეთი. თბილისი, 1906. ოფიციალური რედაქტორ-გამომცემელი: ფ. ადამაშვილი. ნამდვილი რედაქტორი: სამსონ ფირცხალავა. (სტამბა "იდეალი" მ.დ. კიკნაძისა). თით. 16 გვ. 1906 N 1 (22.06)-7 (03.07) სოც.-ფედერალისტ. პარტიის ერთ-ერთი საპროპაგანდო კვირეული ორგანო; დაიხურა ხელისუფლების განკარგულებით (იხ. გაზ. "შრომა" 1906 წ. 8 ივლისის №76); მის ნაცვლად იცემოდა "მიწა", 1906–1907 (იხ.).

 


მოხალისეობისთვის ან კითხვებისთვის დაუკავშირდით [zchodrishvili (-@-) marxists.org]

ბოლოს განახლებული 12 სექტემბერი, 2026.